ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ზაზა ბიბილაშვილთან ერთად

ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი მესამე წელია ახორციელებს პროექტს სახელწოდებით ,,ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“, რომელსაც ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი ზაზა ბიბილაშვილი უძღვება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებსა და სასწავლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე არაერთი კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა, რომელშიც 500-ზე მეტი სკოლის მოსწავლე, უმაღლესი სასწავლების სტუდენტი და უბრალოდ აქტიური მოქალაქე მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში ცენტრი თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საჯარო სკოლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტი ხორციელდება ჰოლანდიური D66-ისა და IDI-ის მხარდაჭერით.