ესეების კონკურსი „ბედნიერი ერი – Quo Vadis?“

ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევების და სამოქალაქო განათლების ცენტრმა ჩაატარა ესეების კონკურსი სახელწოდებით: ,,ბედნიერი ერი - Quo Vadis?“ ესეების კონკურსის მიზანი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მიერ 1991 წლიდან დღემდე განვლილი გზის კრიტიკული ანალიზი, დღევანდელობის მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება ისტორიულ-გეოპოლიტიკურ ჭრილში და პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული ხედვებისა და რეცეპტების შეთავაზება ქართული საზოგადოებისთვის. ამ კონტექსტში, სასურველი იყო მონაწილეთა მიერ ისტორიული პარალელების პოვნა, უცხო ქვეყნის ინტერესებსა თუ მათთან

დაკავშირებული ადგილობრივი ძალების როლების იდენტიფიცირება, განმეორებადი გამოწვევების გამოვლენა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც შესაძლოა საზოგადოებირივი განხილვისა და, შემდგომში, პოლიტიკის ფორმირების საფუძველი ყოფილიყო.

პროექტი განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.