„სამოქალაქო მეხსიერება“ - ასე ეწოდება ილია ჭავჭავაძის ცენტრის ახალ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უახლესი წარსულის ისტორიების დოკუმენტალურად გაცოცხლებას. პროექტის მიზანია ახალ თაობას, რომელსაც საკუთარი თვალით არ უნახავს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული ან ბუნდოვნად ახსოვს ის დრო, ცოცხალი ადამიანებისა და ისტორიების მაგალითზე დავანახოთ გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა, რომ დღევანდელ დღემდე მოსულიყო. პროექტის ფარგლებში გადაღებულია 20 დოკუმენტური ფილმი, იმართება საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები წრეებთან და ახალგაზრდებთან. სამომავლოდ დაგეგმილია აღნიშნული პროექტის ფარგლებში თემატიკის გაფართოება და ახალი თემებთან შეჭიდება.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.