ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა 12 ოქტომბერს სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ მასტერკლასები ქუთაისში გამართა.
სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, ქუთაისში მასტერკლასებს გაუძღვნენ ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე, პროფესორი მარიამ გერსამია და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დამფუძნებელი გიორგი მშვენიერაძე.
სესიების შემდეგ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია აქტუალური თემების გარშემო, ასევე, დებატების სიმულაცია და მოკლე ტრენინგი საჯარო გამოსვლებში. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.