„წინა ხაზზე - დავამარცხოთ დეზინფორმაცია საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება

24 ნოემბერს, ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებითა და #NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University-ში გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის „წინა ხაზზე - დავამარცხოთ დეზინფორმაცია საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა და მასში სხვადასხვა ასაკის 80-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგებისას ცენტრის მკვლევარები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეებს ესაუბრნენ დეზინფორმაციის ამოცნობასა და მასთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებზე. მონაწილეებს გადაეცათ ცენტრის მიერ საგანგებოდ ამ პროექტისთვის გამოცემული პროპაგანდასთან ბრძოლის პრაქტიკული გზამკვლევი.
 
დღის ბოლოს გაიმართა სიმულაციური თამაში, ხოლო ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ჭავჭავაძის ცენტრი დიდ მადლობას უხდის კავკასიის უნივერსიტეტს.
 
განსაკუთრებული მადლობა პროექტის თითოეულ მონაწილეს, სპიკერებსა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებას.