ჭავჭავაძის ცენტრის ახალგაზრდული ბანაკი “ერთად მომავლისკენ.”

27-29 დეკემბერი - ჭავჭავაძის ცენტრის ახალგაზრდული ბანაკი „ერთად მომავლისკენ“.
 
ღონისძიების ფარგლებში პოლიტიკით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა გამართეს შეხვედრები საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებთან, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
 
სესიები შეეხო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, წინასაარჩევნო მედიაგარემოს, პოლიტიკური პარტიებისა და ქართული საზოგადოების გამოწვევებს, სამოქალაქო აქტივიზმს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავლენას ქართულ არჩევნებზე.
 
ახალგაზრდული ბანაკის მხარდამჭერია ჰოლანდიური D66 International.