გიზიარებთ ჭავჭავაძის ცენტრის უახლეს კვლევას "The Time to Gather Stones: Overcoming Georgia’s Two-party Divide" – „ჟამი ქვათა შეკრებისა: ორპარტიული დაყოფის მიღმა“.
კვლევის მიზანი იყო, შეგვესწავლა ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოში ძლიერი „მესამე ძალის“ ჩამოყალიბებას, მიუხედავად არსებული საზოგადოებრივი დაკვეთისა და იმ გარემოებისა, რომ ამგვარი ახალი ალტერნატივის მოლოდინი, უკვე წლებია, არსებობს ქართველი ამომრჩეველის მნიშვნელოვან და მზარდ ნაწილში. კვლევა იხილავს არსებული პოლიტიკური პარტიებით უკმაყოფილო ამომრჩევლის განწყობებსა და იმედგაცრუების მიზეზებს. კვლევის ბოლოს, იხილავთ რეკომენდაციათა არასრულ ჩამონათვალს, რომელთა გათვალისწინება, გვჯერა, დაეხმარება ყველა არსებულ თუ ახალ პოლიტიკურ პარტიას უფრო ძლიერ, დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან პოლიტიკურ ორგანიზმად ჩამოყალიბებაში.
პროექტი განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით. ფოკუს ჯგუფები ჩატარდა ედუარდო ფრეის ფონდის მონაწილეობით.