ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარმა, გიგა ჯოხაძემ, მონაწილეობა მიიღო Duke Wenceslas სახელობის მომავალი ლიდერების პროგრამაში, რომელიც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 16-25 სექტემბერს, პრაღასა და ჩეხეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა. პროგრამაში 8 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, კოსოვო, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი) 10 ახალგაზრდა ლიდერი მონაწილეობდა.
"პროექტის ფარგლებში მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ შორის ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ - იან ლიპავსკის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს - იან მარიანს, ჩეხეთის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებს, სენატის პრეზიდენტს - მილოშ ვისტრჩილს და ვიცე პრეზიდენტს, ტომას ჩერნინს, ასევე რამდენიმე სამთავრობო სააგენტოსა და კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენელს. მათ პროგრამის მონაწილეებს გაგვაცნეს ჩეხეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები და მოგვცეს შესაძლებლობა ჩვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მათთან საინტერესო დისკუსია გაგვემართა. ვფიქრობ, ჩეხური გამოცდილების გათვალისწინება საქართველოს მნიშვნელოვნად დაეხმარება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. მადლობას ვუხდი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ბრწყინვალე პროექტის შექმნისთვის და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ჩემი ნომინირებისთვის".