სამი ახალი კვლევითი ნაშრომი ჭავჭავაძის ცენტრის გუნდისგან

პროექტ DIVERSE (მრავალფეროვნება, კულტურათაშორისი დიალოგი და მრავალმხრივი სტრატეგიები მდგრადი საზოგადოების გაძლიერებისათვის) ფარგლებში,   ჭავჭავაძის ცენტრის მკველვარებმა სამი ახალი კვლევითი ნაშრომი შექმნეს. სამივე ნაშრომი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობების, პროპაგანდის და სამოქალაქო საზოგადოების თემას ეხება.

პირველი ნაშრომი,  სამაგიდე კვლევა, ეძღვნება  რუსულ პროპაგანდას საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის კონტექსტში. ამ ნაშრომის თანახმად, პროპაგანდასთან ბრძოლის წარმატება სამოქალაქო ერის და მასთან დაკავშირებული ნარატივის შექმნასთან არის დაკავშირებული. კვლევაში ხაზგასმულია ამ ხედვის მხარდამჭერთა, პირველ რიგში ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფების, გაძლიერების საჭიროება. კვლევის დასკვნები პოზიციის დოკუმენტში არის შეჯამებული.

მეორე ნაშრომში, "ეთნიკური უმცირესობები და დეზინფორმაციის გამოწვევები სამოქალაქო საზოგადოებისთვის", ავტორი ასევე, ემპირიული მასალის საფუძველზე, ავითარებს ამ თეზისს და პრობლემის გადაწყვეტის პრაქტიკულ გზებსაც გვთავაზობს.

ეს პუბლიკაციები უმცირესობათა ინტეგრაციისა და გარე გავლენების მიმართ მდგრადობის შესახებ მიმდინარე დისკუსიებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

ნაშრომები იხ. ბმულებზე ან "ჭავჭავაძს ცენტრის" ვებგვერდის ბიბლიოთეკაში:

https://www.chavchavadzecenter.ge/public/uploads/other/2024-11-06/4946.pdf

https://www.chavchavadzecenter.ge/public/uploads/other/2024-11-06/4947.pdf

https://www.chavchavadzecenter.ge/public/uploads/other/2024-11-06/4948.pdf