ონლაინ დისკუსია - შიდაპარტიული დემოკრატია და 2020-ის არჩევნები

“შიდაპარტიული დემოკრატია და 2020-ის არჩევნები“ - ამ თემით ჭავჭავაძის ცენტრმა 22 სექტემბერს ონლაინ დისკუსია გამართა.
დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, აკადემიური წრეების, სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. 

დისკუსია ჭავჭავაძის ცენტრის პროექტის „აგორა - სადისკუსიო კლუბი“ ფარგლებში გაიმართა. „აგორა“ მიზნად ისახავს აქტიური მოქალაქეების, ახალი აზრის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.