კინოჩვენება და დისკუსია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში

25 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა პროექტის „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში, მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე კინოჩვენება და დისკუსია გამართა. ამჯერად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ნაჩვენები იყო დიდი იაპონელი რეჟისორის, აკირა კუროსავას ფილმი „რაშომონი“ (1950), რომელიც გადაღებულია ასევე დიდი იაპონელი მწერლის, აკუტაგავას ორი მოთხრობის მიხედვით.


ჭავჭავაძის ცენტრის პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ მეორე წელია უძღვება ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი. კინოჩვენების შემდეგ, ტრადიციულად გაიმართა დისკუსია და მცირე მიღება. დისკუსიაზე მოწვეული სტუმარი იყო საბაუნის ასისტენტ-პროფესორი, არინა თავაქარაშვილი.

პროექტი Youth for Justice with Zaza Bibilashvili ხორციელდება ჰოლანდიური D66-ის და IDI-ს მხარდაჭერით.