კინოჩვენება და დისკუსია დმანისში

10 აპრილს, დმანისში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე მორიგი კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. უფროსკლასელებთან დისკუსიას უძღვებოდა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი დავით ბუხრიკიძე.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ხოლო ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს ჭავჭავაძის ცენტრისგან სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები.

მესამე წელია, რაც პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“ ილია ჭავჭავაძის ცენტრი ჰოლანდიური #D66-ისა და #IDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე ათეულობით კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ცენტრი თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საჯარო სკოლებთან, ასევე - ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან