კინოჩვენება და დისკუსია ციხისძირის საჯარო სკოლაში

27 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე მორიგი კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. ნაჩვენები იყო საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ცხინვალი 1920“ (რეჟისორი მიხეილ ბასილაძე).
 
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი. ჩვენი მოწვეული სტუმარი იყო ისტორიკოსი, არქეოლოგი და ენათმეცნიერი იულონ გაგოშიძე. დისკუსიის ბოლოს ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს ჭავჭავაძის ცენტრისგან სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები.
 
მესამე წელია, რაც პროექტს „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის ზაზა ბიბილაშვილთან ერთად“ ილია ჭავჭავაძის ცენტრი ჰოლანდიური #D66-ისა და #IDI-ის მხარდაჭერით ახორციელებს. ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე ათეულობით კინოჩვენება და დისკუსია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ცენტრი თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო და საჯარო სკოლებთან, ასევე - ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.