„საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - გავიგოთ მეტი მეგობრების შესახებ" არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი და რომელიც დაფინანსებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CSF) მიერ ევროკავშირის ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობის აღმოფხვრა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების შესახებ და მის ბენეფიციარებთან დაკავშირებული მცდარი შეხედულებების გაქარწყლება. ოთხი თვის განმავლობაში, პროექტი შეიმუშავებს ყოვლისმომცველ ცოდნის ბაზას ევროკავშირის დახმარების შესახებ, შექმნის მულტიმედიურ საგანმანათლებლო მასალებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გაავრცელებს ამ ინფორმაციას სხვადასხვა არხების საშუალებით, მათ შორის სოციალური მედიისა და სხვადასხვა სატელევიზიო არხების მეშვეობით. ადგილობრივ ორგანიზაციებთან, თანამშრომლობით, პროექტი მიაღწევს ეთნიკურ უმცირესობებსა და სოფლის მოსახლეობამდე. ინიციატივა მიზნად ისახავს ინფორმირებული საჯარო დისკურსის ხელშეწყობას, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მცდელობების მხარდაჭერის მობილიზებას და ანტიევროპული ძალების მიერ ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ფონზე.