„ციფრული ფარი" არის ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის პროექტი, რომელსაც ცენტრი ახალი დემოკრატიის ფონდის (NDF) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიული უკუსვლის მიმდინარე პროცესების კონტექსტში. სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში შეიქმნება მარტივად გამოსაყენებლად მასალები დეზინფორმაციის ამოსაცნობად, ასევე - საგანმანათლებლო კონტენტი შესაბამისი ონლაინ პლატფორმებისთვის, ჩამოყალიბდება ციფრული პლატფორმა გავრცელებული კონტენტის ანალიზისა და ფაქტების გადამოწმებისთვის. სოციალური მედიის აქტიურ მომხმარებლებზე, სამოქალაქო ლიდერებსა და მოწყვლად ჯგუფებზე ფოკუსირებული ეს პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას პროპაგანდის ამოცნობისა და მასთან გამკლავების რთულ საქმეში. ინიციატივა ითვალისწინებს დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ბრძოლის თანამედროვე ციფრულ გარემოსთან ადაპტირებას, რაც მზარდი ავტორიტარიზმისა და სხვა ხელშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, უზრუნველყოფს მის ეფექტურობას.